ახალი ამბები

ყვარელში ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 23 მევენახე ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 20 ჰა-ზე მეტი ვენახია.
საწარმოში, წელს პირველად, 100 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. კოოპერატივი კი ღვინის ექსპორტს გეგმავს.

საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 839 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც გაერთიანებულია 9,109 მეპაიე, მათ შორის, კახეთის რეგიონში 120 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, სადაც 1,392 მეპაიეა გაერთიანებული.