ულამაზესი “ცივი” მთა კახეთში – ბლოგი
კახეთი, ცნობილია როგორც კულტურით, ისტორიით, კერძებით და ასევე ულამაზესი ბუნებით.
აქ ხშირად გაიგონებთ ამბებს და ლეგენდებს “ცივის” მთაზე, რომელიც თელაველებისთვის საამაყო და სასახელო ადგილია. ზამთარში მოისმენთ ფრაზას “თუ ცივზე თოვლია ესე იგი რამდენიმე დღეში ჩვენთანაც გათოვდება”. ასევე ხშირად შეხვდებით ცივი-ს მთას პოეტების, ისტორიკოსების, მხატვრების ნამუშევრებში.
ცივი – მთა საქართველოში. კახეთის მხარეში. თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს, გომბორის ქედის შუა მონაკვეთზე, მდინარეების კისისხევისა და თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადები) ზემოდინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე 1991 მ-ია.
მისი ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი დამრეცი. ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, ქვედა ფოთლოვანი ტყით.
შეგიძლიათ ცივზე ასვლის დროს ნახოთ ხელოვნური გამოქვაბულები და ულამაზესი ბუნება.