ახალი ამბები

გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 130.8 კილომეტრზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ავრცელებს. მათი ცნობით, 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეეზღუდებათ.

„მ/წ 14 აგვისტოს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეეზღუდებათ. აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვედა ხოდაშენი, წინანდალი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური შეეზღუდებათ.ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.