დედოფლისწყაროში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა ხორციელდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას საბიუჯეტო პროცესში.
პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროს 2022 წლის ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით მოქალაქეთა მიერ წარდგენილი ინიციატივებიდან ორი პროექტი დაფინანსდება, რომელსაც თავად მოსახლეობა კენჭისყრის შედეგად შეარჩევს.
დედოფლისწყაროს რეგისტირირებულ 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს შეეძლო 30 აგვისტომდე საპროექტო წინადადება წარედგინა მერიისთვის, თუ რის გაკეთება სურდა მის დასახლებაში. სულ 41 საპროექტო წინადადება დარეგისტრირდა, თუმცა მხოლოდ 16-მა იდეამ დააკმაყოფილა საპროექტო წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმები და კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა.
შერჩევის კრიტერიუმები კი შემდეგი იყო: საპროექტო წინადადება უნდა განხორციელებულიყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებების ფარგლებში; მის განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა უნდა ყოფილიყო 50 000 ლარის ფარგლებში, წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში და მისი განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო.
ამ ეტაპზე შერჩეული ინიციატივების ელექტრონული კენჭისყრა მიმდინარეობს, რომელიც 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ხოლო გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით – 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე. ხმის მიცემა მხოლოდ დედოფლისწყაროში რეგისტრირებულ 18 წლის ასაკიდან მოქალაქეს შეუძლია.
გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და მხარი დაუჭირეთ თქვენთვის სასურველ პროექტს:
http://research.csed.ge/research/romeli-saproeqto-tsinadadebis-gankhortsieleba-gsurt-dedoflistsyaros-2022-tslis-biujetidan/613fa7a68ab06c3fa43022b2?fbclid=IwAR0IWMGvKk95km4_NgQM7e2CfmX2Em0SwkfbXMP6GsVxGgXyGcBMG9HmxsA
იხილეთ პროექტ “დაგეგმე შენი ბიუჯეტის” ფეისბუქ გვერდი, სადაც გაეცნობით სიახლეებს:
https://www.facebook.com/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-Dedoplistskaro-105335728500544
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.