ახალი ამბები

კახეთში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა

25-28 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, შესაძლებელია ელ-ჭექი და ქარის გაძლიერება.

ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი კახეთის რეგიონში +16 გრადუსი, ხოლო ტემპერატურის მაქსიმალური ვარდნა +3 გრადუსამდეა ნავარაუდები.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლებელია მოხდეს მდინარეების ადიდება.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.”