საქართველო ევროპის მასშტაბით სამომხმარებლო ტარიფების სიიაფით გამოირჩევა – სემეკის კვლევა
საქართველოში 2021 წლიდან სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდა.
ამ დროისთვის, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი 54 თეთრია, ხოლო დენის კი ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 27 თეთრის ფარგლებშია.
სემეკის წლიური ანგარიშის თანახმად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო სამომხმარებლო ტარიფების სიიაფით გამოირჩევა.
საქართველოში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხს წარმოადგენს. სემეკის წლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის ბოლოს არსებულ ტარიფებს ასახავს, საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფებია.
კერძოდ, ელექტროენერგიის საფასური უფრო მცირეა მხოლოდ აზერბაიჯანში -15.57 თეთრი კვტ.სთ., უკრაინაში 16.55 თეთრი ღირს, რუსეთში კი 18.14 თეთრი. საქართველოში ტარიფები საშუალოდ 23.54 თეთრს შეადგენდა.
ხოლო ბუნებრივი აირის ტარიფები კი უფრო მცირე მხოლოდ ორ ქვეყანაში – აზერბაიჯანსა (28 თეთრი ერთი კუბური მეტრი) და რუსეთშია (29 თეთრი).