სოფელ საქობოში მცხოვრებმა პირმა შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა
სოფელ საქობოში მცხოვრებმა ავთანდილ სპანდერაშვილმა შეჭირვებულ და მრავალშვილიან თანასოფლელებს საკვები პროდუქტები საჩუქრად გადასცა.
ადგილობრვმა ფერმერმა სურსათი ოჯახებში შვილიშვილებთან ერთად თავად მიიტანა.
„შესაძლებლობიდან გამომდინარე, მინდა ჩემს გარშემო მცხოვრებ ოჯახებს მცირედი დახმარება გავუწიო. დღევანდელ დღეს, როდესაც კოვიდ პანდემია ასე ძლიერად გვიტევს, მოქალაქეებს ერთმანეთის გვერდში დგომა უფრო მეტად გვმართებს, – განაცხადა ფერმერმა.