ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 734-ით გაიზარდა

კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება.

დღეს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 4467 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი.