ნგრევის პირას მისული შენობები ლეგიონის დასახლებაში
თელავში, ლეგიონის დასახლებაში, შენობების ნაწილი უფუნქციო და ავარიულია.
ლეგიონის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 1925 წელს დაიწყო და შენობების გამაგრებითი სამუშაოები მას მერე არ ჩატარებულა.
ადგილობრივების თქმით, დაბინძურებულია ეზოები და მიმდებარე ტერიტორია.
უყურეთ ვიდეოს და ნახეთ თუ რა მდგომარეობაშია ლეგიონის დასახლება და ის ისტორიული ადგილები, რომლებსაც ჯერ კიდევ შემორჩათ პირვანდელი სახე.