ახალი ამბები

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ლეოპარდი დააფიქსირა

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ლეოპარდი დააფიქსირა.

ინფორმაციას სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ,,ნაკრესი” ავრცელებს.

,,12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, და მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ეს ცხოველი საქართველოში. ჯიქის, ანუ ლეოპარდის აგვისტოში გადაღებული ფოტო დღეს აღმოვაჩინეთ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენს მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას.

ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა; როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი”,– აცხადებენ სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში ,,ნაკრესი”