კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებშია, სადაც ინფიცირების ნახევარი ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ახალი 5076 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციას ემსხვერპლა 44 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1126 პაციენტი.