ახალი ამბები

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

,,სოფელ იორმუღანლოში მოქალაქემ უკანონოდ დაამზადა და ტრანსპორტირება გაუწია 2 კუბურ მეტრ წიფლის სახეობის საშეშე მერქანს. სოფელ ნინოწმინდაში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა მუხის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 1 კუბური მეტრი საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები”,-აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.