ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობით კახეთში თბილისის და იმერეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებშია.

ახალი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1298 პირი. გუშინ საქართველოში 38 093 ტესტი ჩატარდა.