კახეთში შესაძლოა შეზღუდვები ამოქმედდეს
საქართველო ახალი ეპიდაფეთქების ზღვარზეა – სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიის მე-5 ტალღა უკვე დაწყებულია.
ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს კახეთშია – ცხელი წერტილი თელავი და გურჯაანის მუნიციპალიტეტია. რეგიონში უკვე დაიხურა 39 სააღმზრდელო დაწესებულება და 6 სკოლა, ხოლო 75 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კახეთის კოვიდმიმღები დაწესებულებები პაციენტებს ვეღარ იღებს.
მედიკოსები ამბობენ, რომ გარდაცვლილთა მაჩვენებლები კიდევ უფრო მოიმატებს. ბიძინა კულუმბეგოვი სეზონური გრიპისა და კორონავირუსის თანდართვის საშიშროებაზეც საუბრობს. იგი ამბობს, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ 65 წელს გადაცილებული პირები არიან.
მაღალი სტატისტიკის საპირწონე მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი ციფრებია. თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% არ იქნება აცრილი, მედიკოსები ამბობენ, რომ მე-5 ტალღას ქვეყანა მტკივნეულად გადაიტანს.