თელავიდან თბილისში აქციაზე მიმავალ ავტოკოლონას ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები ცოცხებით დახვდნენ
თელავიდან თბილისში აქციაზე დასასწრებად მიმავალ ავტოკოლონას, ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები, თელავი – ვაზიანი – გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ცოცხებითა და ყავარჯნებით დახვდნენ.
სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა კოლონაში მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის. ე.წ. ცოცხების კორიდორი, ოპოზიციის მიერ თბილისში დაგეგმილ აქციას მოჰყვა, რომელიც დღეს საღამოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან გაიმართება.