ახალი ამბები

გურჯაანიდან თბილისისკენ მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ

„წაიღეთ, გაიყოლეთ“, – ამ შეძახილებით და ცოცხებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები გურჯაანიდან თბილისში მიმავალ ავტოკოლონას დახვდნენ.

აქტივისტები გზის სავალ ნაწილთან იდგნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციისკენ მიმავალ ადამიანებს სხვადასხვა შეძახილით აცილებდნენ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი