კახეთში კორონავირუსის 702 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 702 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 306 პირი ემსხვერპლა.