კახეთის კოვიდ კლინიკებში პაციენტების მისაღებად ადგილები აღარ არის
კახეთში ეპიდსიტუაცია გართულდა და კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა პიკს მიაღწია.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, პაციენტების მისაღებად ადგილები აღარ არის რეგიონის კოვიდკლინიკებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზი რეგიონში მიმდინარე სეზონური სამუშაოები, განახლებული სასწავლო პროცესი და რეგიონში მოსახლეობის მაღალი მობილობაა.
ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, რეგიონის მასშტაბით, 6 საჯარო სკოლა და 75 კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. დაიხურა 39 საბავშვო ბაღი და 5 ჯგუფი. გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური ტესტირების ცენტრების გაფართოებას იწყებს.