ვაქცინაციის წახალისებისთვის სოფლად სპეციფიკური ღონისძიებების ამოქმედება განიხილება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებისთვის წახალისების სხვადასხვა მექანიზმთან ერთად, სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისთვის სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და განმარტა, რომ “ეს წახალისება არამონეტარული იქნება”.
„სოფლის მეურნეობაზე სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.