ამირან გამყრელიძე-„ვაქცინაციის აგიტატორები“ სოფლებში კარდაკარ ივლიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით თითოეულ სოფელში ვაქცინაციის ოფიცრები ჩავლენ.
„თითოეულ სოფელზე გვეყოლება იმუნიზაციის ე.წ. აგიტატორები, რომლებიც ივლიან კარდაკარ, ყველა ადამიანთან. აუხსნიან აცრის სიკეთეს და მოიწვევენ აცრის პუნქტებში, რომ მოვიცვათ მთელი ქვეყანა ამ სამი თვის განმავლობაში. აქტიურად უნდა მივიდეთ ყველგან.
იქნება ჯგუფი, სადაც შევა ყველა – გუბერნატორები, მერები, მათი მოადგილეები, სოფლის რწმუნებული, სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები – ყველა უნდა დაგვეხმაროს ამ პროცესში. ასევე ყველა სოფელზე იქნება მიმაგრებული NCDC-ს წარმომადგენელი. გვსურს, 3 თვეში სასოფლო დასახლებები მთლიანად მოვიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

