ჯიხვის და მგელის დაპირისპირება ლაგოდეხის ნაკრძალში- ფოტოები
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდზე მგლისა და ჯიხვის დაპირისპირების ამსახველი შთამბეჭდავი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ფილმის კადრებს ჰგავს.
,,მგელმა გადაწყვიტა ჯიხვის შვილის, ფოთრის მონადირება, თუმცა ეს, მამაცი ხარის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია და დათოვლილი ალპური ფერდობებიდან უმალ დაეშვა მგელთან შესაბმელად. პირისპირ დგომამ რამდენიმე წამს გასტანა, რის შემდეგაც ხარმა სტრატეგია შეცვალა და მგლის გატყუების მიზნით, თავქვე დაეშვა. დაპირისპირებას შეშინებული ფოთრი გამალებით ადევნებდა თვალს”, -წერია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდზე.
ფოტოები: Nika Kerdikoshvili