ახალი ამბები

მიმდინარე კვირაში 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების აცრის საკითხი გადაწყდება

დღეისთვის საქართველოში იმუნიზაცია დაშვებულია 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის.

მიმდინარე კვირაში კი იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების აცრის საკითხი გადაწყდება.
ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა.

“ამ კვირაში, სავარაუდოდ ზეგ, იქნება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა. სამეცნიერო საბჭო მისული ვართ კონსესუსამდე 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით და ე.წ. ბუსტერ დოზებზე. ვფიქრობ, ეს სიახლე გაჟღერდება იქნება ამ კვირის განმავლობაში” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.