დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო მჭედლიშვილი გარდაიცვალა
დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო მჭედლიშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნინო მჭედლიშვილს კოვიდ 19 დაახლოებით ორი თვის წინ სამსახურში დაუდასტურდა. მჭედლიშვილი კოვიდგართულებით მძიმე მდგომარეობაში თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.
კომისიის თავმჯდომარე სხვადასხვა თანმხლებ დაავადებებს უჩიოდა. ნინო მჭედლიშვილი საოლქო-საარჩევნო კომისიას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ფოტო: ილია მარტყოფლიშვილი