ცესკო – არჩევნებში მონაწილეობა 1 815 767-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 51,92%-ია
20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 815 767-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. რაც შეეხება საჩივრებს, ჯამში ქვეყნის მასშტაბით, 366 საჩივარი დაიწერა, რაც პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ადმინისტრაციის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობაა მოთხოვნილი.