არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

ყვარლის მე-15 საარჩევნო უბანზე ერთი საჩივარი დაიწერა

ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის ერთი საჩივარია დაწერილი.

საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, მარიამ შეყელაძეს თქმით, ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის დაბალია.

მისი თქმით, საჩივარი ჩანტლისყურეს მე-15 საარჩევნო უბანზე დაიწერა, რომელიც პროცედურულ დარღვევას ეხებოდა და მალევე აღმოიფხვრა.

მისი თქმით, ოლქში სულ 31 საარჩევნო უბანია, საიდანაც ერთი სპეცუბანია კოვიდპაციენტებისთვის შექმნილი.