ევროკავშირის ელჩი – დღეს ხმის მიცემა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დღეს დემოკრატიული პროცესი დაცული იქნება და ქვეყანა ამ მნიშვნელოვან ტექსტს ჩააბარებს. ამასთან, ჰარცელი სამწუხაროს უწოდებს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას, რასაც ადგილი ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰქონდა.
“ვიხილეთ პოლიტიკური ვითარების დამატებითი პოლარიზება, რაც ჩემი აზრით, სამწუხაროა. ყველა მხარე თანხმდება, რომ დღეს ხმის მიცემა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმედი მაქვს, დღეს ამომრჩევლები მოვლენ და საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ მშიდობიან, წყნარ და უსაფრთხო გარემოში. ამასთან, შევახსენებ მოქალაქეებს, რომ პანდემიური ვითარება გრძელდება და გამოიჩინონ უსაფრთხოების ზომები.
როგორც საქართველოს მეგობარმა, მინდა ვთქვა, იმედი მაქვს, დღეს იქნება დღე, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დემოკრატიული პროცესი იქნება დაცული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის და იმედი მაქვს, რომ ქვეყანა ამ დემოკრატიულ ტესტს წარმატებით და დამაჯერებლად გაივლის. ამ მიმართულებით ხვალ, ეუთო ოდირის წარმომადგენლობა და ევროპარლამენტის წევრების დელეგაცია საკუთარ ვერდიქტს გაგვაცნობს”, – განაცხადა მედიასთან კარლ ჰარცელმა.