აგიტაცია დედოფლისწყაროს #4 საარჩევნო უბანზე
დედოფლისწყაროს მე-14 საარჩევნო ოლქში უბანზე აგიტაციის ფაქტი დაფიქსდირდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, #4 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა კენჭისყრის პროცედურის განხორციელებისას საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მკაფიოდ მიანიშნა რომ საარჩევნო ბიულეტენში შემოეხაზა რიცხვი 5.