არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

საგარეჯოს ორ უბანზე საჩივრები დაიწერა

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქში  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ იორმუღანლოს თემში განთავსებულ ორ საარჩევნო უბანზე საჩივრები დაიწერა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ მღებრიშვილის თქმით, საჩივრები დაიწერა 41-ე  და 49 -ე საარჩევნო უბნებზე.

,,საგარეჯოში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სულ შემოსულია ორი საჩივარი. 41-ე და 49-ე საარჩევნო უბნებზე დაიწერა საჩივარი. იორმუღანლოს თემი და მასში შემავალი სოფლები ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული და საჩივრებიც ეხებოდა იმას, რომ კომისიის წევრები საუბრობდნენ აზერბაიჯანულ ენაზე, რაზედაც ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი და აღნიშნა, რომ ეს მათზე ზეწოლა იყო”,- განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მღებრიშვილმა.