არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

პარტია ,,საქართველოსთვის” თელავის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

პარტია ,,საქართველოსთვის”  თელავის მერობის კანდიდატმა, გიგა ორკოდაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მან ასევე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე გააკეთა განცხადება.

“საქართველოს მასშტაბით არის უამრავი დარღვევა გამოვლენილი. რაც შეეხება კახეთს, ძალიან ბევრი დარღვევა დავაფიქსირეთ და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მოჰყვა მყისიერი რეაგირება. მაგალითად: ერთ-ერთი უბნის უკანა გასასვლელიდან გაიტანეს კონვერტები. რა თქმა უნდა ამასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და დაიწერა საჩივარი. ყველაფერს ვაკეთებთ რომ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს”,- განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.