არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

სიღნაღის ოლქში ორი საჩივარი დაიწერა

სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში ორი საჩივარი დაიწერა.

კომისიის თავმჯდომარის მანანა მჭედლიშვილის თქმით, ერთი საჩივარი ბოდბისხევის მე-18 საარჩევნო უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელის მხრიდან დაიწერა, რომელიც უბნიდან გადასატანი ყუთის დაგვიანებით გასვლას ეხებოდა.

მანანა მჭედლიშვილის თქმითვე, მეორე საჩივარი კი ეხებოდა მარკირების სითხის დასასხმელი აპარატის დაზიანებას, რომელიც მალევე გამოსწორდა.