დედოფლისწყაროში პირველი საარჩევნო უბანის დახურვას ითხოვენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელები აცხადებენ, რომ დედოფლისწყაროში პირველი საარჩევნო უბანი უხეში დარღვევების გამო უნდა დაიხუროს. როგორც დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე ყუთი დალუქული არ იყო და 100 ზე მეტი ბიულეტენი კანონდარღვევით იყო მოთავსებული.
„იქ 100-ზე მეტ მოქალაქეს ხმა მიცემული აქვს. ბუნებრივია, ჩვენმა წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს და ვითხოვთ უბნის ბათილობას, ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს,“ – განაცხადა კორძაიამ ბრიფინგზე.