თელავში საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია
2 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
უბანზე მისულ ამომრჩევლებს, სამი ბიულეტენი დახვდებათ. მათ როგორც მუნიციპალიტეტების მერების, ასევე პოლიტიკური პარტიების და ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარი წარმომადგენელის არჩევა შეეძლებათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში 301 332 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
ხოლო რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში შექმნილია 317 უბანი, საიდანაც ყველაზე მეტი თელავში, ხოლო ყველაზე ნაკლები დედოფლისწყაროშია.