სიღნაღის პირველ საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იმყოფება
სიღნაღის პირველ საარჩევნო უბანზე, ,,ქართული ოცნებიდან” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი მხარდამჭერებთან ერთად დილიდან იმყოფება.
ფოტო მასალას ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ავრცელებენ. მათი განცხადებით, ცოტნე ბეჟაშვილი უბანში თავისუფლად გადაადგილდება და ამომრჩევლებთანაც კომუნიკაცია აქვს.
სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მანანა მჭედლიშვილის განმარტებით, კანდიდატს უბანზე მხოლოდ ხმის მისაცემად მისვლა შეუძლია.
“არ შემოსულა ინფორმაცია. გავერკვევი, მხოლოდ ხმის მისაცემად ყოფნა შეუძლია”- განმარტა მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, კახეთში, ამომრჩეველმა არჩევანი მერობის 21 და საკრებულოს წევრობის 307 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.