ლაგოდეხში მე-11 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მე-11 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა.
უბანზე მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 30 წუთის დაგვიანებით შეძლეს.
როგორც საარჩევნო უბნის კომიის წევრებმა განაცხადეს, კომისიის წევრმა საარჩევნო უბანზე მოსვლა დაიგვიანა და ამის გამო ვერ მოხერხდა უბნის დროულად გახსნა, თუმცა საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია.