ახმეტაში ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და ლიდერობის პროგრამის ტრენინგები დასრულდა (R)
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და ლიდერობის პროგრამა დასრულდა.
პროგრამის მენტორი გვანცა მოლაშვილი აცხადებს, რომ WEEL Shuttle არის ქალთა პიროვნული განვითარების პროგრამა და იგი მიზნად ისახავს თემში ქალების ჩართულობის გაზრდას, მათ მხარდაჭერას საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებასა და დასაქმებაში.
მისი ინფორმაციით, პროგრამა მოიცავდა ოთხთვიან ტრენინგებს (კვირაში 2 ჯერ, 3 საათის განმავლობაში) და ინდივიდუალურ კონსულტაციებს. პროგრამის თითოეული გუნდისთვის შეარჩიეს ძლიერი მოტივაციის მქონე 16 მონაწილე ახმეტის მუნიციპალიტეტში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართული იყვნენ მოწყვლადი ჯგუფებიც. პროგრამა ხორციელდებოდა ორგანიზაცია “Action against Hunger ” – ის მიერ, რომელიც დაფინასნებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.