კახელი ენოტი, რომელიც ყოველ ღამე ყურძენს იპარავს
ენოტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ალექსანდრე ოსიაშვილს ყოველ ღამე ყურძენს პარავს.
სახალისო ფოტო და პოსტი ალექსანდრემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“ყოველ საღამოს მპარავს ყურძენს. ხან მარტო, ხან დედმამისშვილთან ერთად. პატარები არიან და ლამაზები.”