ახალი ამბები

2 ოქტომბერს, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას პირებს „სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ

არჩევნების დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, ტესტირება 2 ოქტომბრის, დილის 08:00 საათიდან, 3 ოქტომბრის, დილის 06:00 საათამდე, იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში. მათივე ცნობით, სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.