ლაგოდეხის ნაკრძალში, ცუგას, ადიდებული მდინარიდან ნაპირზე გადასვლაში დაეხმარნენ- ვიდეო
ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში, ცუგას, რომელიც მდინარის ადიდების გამო ნაპირზე ვერ გამოდიოდა, გადასვლაში დაეხმარნენ.
ტელეკომპანია ,,ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს, რომ ახალგაზრდა, გუჯა ზერეკიძე ადიდებულ მდინარეში ძაღლის გადასარჩენად შედის. ახალგაზრდას ვიდეოს გავრცელების შემდეგ ძაღლის პატრონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ტურისტებთან ერთად ნაკრძალში ხშირად დადის.
,,ჩემია ეს ძაღლი, ჯერი ჰქვია და სანამ ვინმე გაგვკიცხავს იქ როგორ მოხვდაო, დავწერ, მთელი თავისი ცხოვრებაა სულ ტურისტებთან ერთად იზრდება და სულ ნაკრძალში დადის, მთაში, ტბაზე, ჩანჩქერზე, ყველგან დაჰყვება ხალხს და გზასაც ასწავლის. ამიტომ არ არის გასაკვირი, სამწუხაროდ, რომ იქ მოხვდა. დიდი მადლობა”,- წერს ძაღლის პატრონი.