გაიცანით თელავის მერობის კანდიდატები

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თელავის მერობისთვის კანდიდატი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.

თელავის #17-ე საარჩევნო ოლქში, ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის. მმართველი პარტიიდან კი მერობის კანდიდატი იქნება ლევან ანდრიაშვილი. მესამე კანდიდატი კი პარტიიდან ,,საქართველოსთვის” ყოფილი საჯარო მოხელე გიგა ორკოდაშვილია.

რა გამოცდილება აქვთ თელავის მერობის კანდიდატებს, როგორ მოაგვარებენ ისინი შექმნილ პრობლემებს და როგორია მათი ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე knews.ge-მ სამივე მათგანს იდენტური კითხვებით მიმართა.

უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ რას ფიქრობენ და გეგმავენ მერობის კანდიდატები: