ახალი ამბები

ომალოს ერთ-ერთი ციხე კოშკი ჩამოიქცა

უხვი ნალექის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მე-18 საუკუნის კესელოს ციხის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა..

სპეციალისტების თქმით, მიზეზი სავარაუდოდ ბოლო წლებში გახშირებული მიწისძვრები და უამინდობაა.

როგორც კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი აცხადებს, უხვმა ნალექმა ასევე პრობლემები შეუქმნა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე და 57 კმ-ს. მისი ინფორმაციით, გზებზე ჩამოშლილია ქვა-ღორღი. შიოშვილის განცხადებით, ზოგიერთ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა.


ფოტოები: https://www.facebook.com/Mikaguesthouse/