თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე, მეწყერი ჩამოწვა.
მეწყერის მიზეზი ხევების ადიდება გახდა, რამაც ღვარცოფული გამონატანები გამოიწვია.
ამ დროისათვის, გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
სპეციალისტები ადგილზე სამუშაოების ჩასატარებლად, გამოდარებას ელოდებიან.
თუშეთისაკენ მიმავალი გზა ოქტომბრის ბოლოს, მაისის შუა რიცხვებამდე ჩაიკეტება.