ახალი ამბები

ვაქცინაცია ვენახში- მობილური ჯგუფები სოფელ ველისციხეში ჩავლენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის ხელშეწყობა-წახალისების მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ერთ-ერთ ვენახში ვაქცინაციას ჩაატარებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაცია სოფელში 15:00 საათზე დაიწყება. მათივე ინფორმაციით, მანამდე ისინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას ეწვევიან.
„სოფელ ველისციხეში უნდა გავეცნოთ როგორ მიდის ვაქცინაცია, ამცრელი მობილური ჯგუფი გვყავს ჩამოყვანილი და ადგილზე უნდა გავიდეთ, იქაც ავცრით, რომ აცრების მეტი პრომოცია გავაკეთოთ. იგივეს ორგანიზებას ყარაჯალაში, ეთნიკურ უმცირესობებისთვის ვაპირებთ“,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.