ახალი ამბები

თიანეთის მთებში სოფელ ალვანში მცხოვრები მამაკაცი მოკლეს

თიანეთის მთებში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მცხოვრები მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელიც სოფელ ალვანიდან არის. მოკლულია 70 წლამდე ასაკის მწყემსი. სავარაუდოდ, მას სასიკვდილო ჭრილობა ახალგაზრდა მამაკაცმა მიაყენა, რომელთანაც გარდაცვლილი მწყემსად მუშაობდა.

გარდაცვლილს ცივი იარაღი ზურგში აქვს ჩარტყმული. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი. გარდაცვლილის ოჯახი, მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს.