სოფელ ქვემო ალვანში ხანძრის შედეგად აგრომაღაზია დაიწვა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აგრომაღაზია დაიწვა.
დილით გაჩენილმა ხანძარმა თემურ თელაურიძის ოჯახის კუთვნილი აგრომაღაზია, ღვინის მარანი და იქ არსებული ტექნიკა სრულად გაანადგურა. ხანძრის შესახებ ოჯახს მეზობლებმა შეატყობინეს. თუმცა, ობიექტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აგრომაღაზიის მფლობელის განმარტებით, ხანძრით მიყენებული ზარალი 200 ათას ლარზე მეტია. თელაურიძეები დახმარებას ითხოვენ და გეგმავენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართონ. ადგილზე სამაშველო ჯგუფი იყო მისული, რომელმაც ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე განახორციელა.