კორონავირუსით დედოფლისწყაროში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
კორონავირუსით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 26 წლის კოტე ლოლაშვილი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების განმარტებით, ბოლო პერიოდში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ამის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც კოტე ლოლაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, მას და მის უმცროს ძმას კორონავირუსი 6 სექტემბრის დილას დაუდასტურდათ. კოტე ლოლაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.