არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში შშმ პირების პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

თელავში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

აღნიშნულ შეხვედრას „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი’’ ერთობლივად უწევდნენ ორგანიზებას.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ინფორმირება.
მათივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს მომავალში, მუნიციპალიტეტმა შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობით ეფექტურად განსაზღვროს საჭიროებები, სწორად დაიგეგმოს როგორც ინკლუზიური პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, ასევე ბიუჯეტის მოცულობა შემდგომი წლებისათვის.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო შშმ პირთა ჩართულობას საარჩევნო პროცესში და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას.