ლაფანყურში მეწყრული პროცესების განმეორების მაღალი რისკის გამო ტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მეწყრული პროცესების განმეორების მაღალი რისკის გათვალისწინებით, სტიქიის ზონაში ტექნიკა მუშაობს ამ დრომდე ვერ იწყებს.
მისი თქმით, აუცილებელია პროცესში ჩაერთოს გარემოს ეროვნული სააგენტო. შიოშვილი განმარტავს, რომ გეოლოგები სოფელში ჩასვლას დღის განმავლობაში გეგმავენ. ისინი ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და დამეწყრილ ტერიტორიას დეტალურად შეისწავლიან.
მეწყრის მიზეზი 17-18 სექტემბერს უხვი ნალექი მოსვლა გახდა, რის გამოც რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა ჩამოიშალა და მესაზღვრეების სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზისა და მდინარე ლოპოტას ნაწილი ჩახერგა. დაზიანებულია მთასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო ხიდი. მოსახლეობას ამ მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული აქვს.