რამაზ ქურციკაშვილი – თელავის ყოფილი მმართველი, რომელმაც ქალაქს საერთაშორისო გზა გაუხსნა
რამაზ ქურციკაშვილმა თელავის ყოფილი მმართველი, რომელმაც ქალაქს საერთაშორისო გზა გაუხსნა.
1980-იან წლებში, როდესაც თითქმის წარმოუდგენელი იყო საზღვარგარეთ ურთიერთობები, ქურციკაშვილის ძალისხმევით თელავსა და გერმანიის ბიბერახსა და ამერიკის ნაპაველს შორის პირველი კავშირები გაჩნდა.
პირველ დელეგაციას თელავიდან სწორედ მაშინდელი ქალაქის თავი ხელმძღვანელობდა. როგორც მისი ქალიშვილი, გვანცა ქურციკაშვილი იხსენებს, რამაზ ქურციკაშვილს ქალაქისთვის ბევრი მნიშვნელოვანი და ღირსეული მიღწევა ჰქონდა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის განვითარებაზე:
“ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა, მის დროს. მამა ყოველთვის მხარში ედგა ახალგაზრდებს, რათა წასულიყვნენ გერმანიასა ან ამერიკაში და იქ მიეღოთ განათლება. ეს ყველაფერი იმ დროისთვის სენსაცია იყო”.
საოჯახო არქივში ინახება 1992 წელს , Hollywood California ლოს ანჟელესში გადაღებული ფოტო, სადაც თელავის პირველი პირი და კალიფორნიის მერი Kirk Reid ერთად არიან გადაღებული.
როგორც გვანცა აღნიშნავს, მამის მთავარი ცხოვრებისეული რჩევა იყო, რომ ყვარებოდა ადამიანები და არ განესაჯა არავინ.
“გიყვარდეს ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ბოროტია თუ კეთილი, შენ უნდა გიყვარდეს ყველა,” – იხსენებს გვანცა ქურციკაშვილი.
მოგვიანებით რამაზ ქურციკაშვილს თელავის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა. რამაზ ქურციკაშვილი 10 წლის წინ გარდაიცვალა.