დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი ორმა პარტიამ წარადგინა
დედოფლისწყაროს მე-14 საარჩევნო ოლქში მერობის ორი კანდიდატია. როგორც Knews.ge-ს საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ,,ქართული ოცნებიდან” კენჭს მოქმედი მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იყრის. ,,ნაციონალური მოძრაობიდან” მერობის კანდიდატი კი თამაზ კოჭლამაზაშვილი იქნება.
საოლქო კომისიის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში პარტიული სია 11-მა პარტიამ წარადგინა, სადაც დაცულია კანონით მოთხოვილი გენდერული ბალანსი.