სოფელ კაბალში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კომპანია „სოკარის” მიერ ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ბაღი გათვლილია 100 ბავშვზე. გარდა 4 საკლასო ოთახისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 1242 კვადრატული მეტრია.
ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი. პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.